Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2023

ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

0

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა ძალამ შუალედურ არჩევნებზე ყველა ოლქში გააუმჯობესა 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები.

მან ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში “ქართულმა ოცნებამ” გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 ათასზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 ათასი ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9000 ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღებთ 1300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა, ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა და ბოლოს, თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა. ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას, ლევან ზალკალიანს ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურად მუხულიშვილს გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად, ხოლო იოსებ მათურელს თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ელექტრონული წესით და ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც გაიარა ახალმა სისტემამ, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით. მადლობას ვუხდით, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კომისიის წევრებს იმისთვის, რომ სათანადოდ ჩატარდა ეს არჩევნები და კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ამომრჩეველს არჩევნებზე გამოცხადებისთვის, ჩვენთვის ნდობის გამოცხადებისა და ჩვენი გუნდის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „რადიკალურმა ოპოზიციამ“ არც ერთ ოლქში არ დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აცნობიერებენ საკუთარ დაბალ რეიტინგებს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ. დღეს რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად, მათ ვერ გაბედეს საკუთარი კანდიდატურების დაყენება. 2024 წელსაც ასეთი სურათი გვექნება. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია. ეს იყო რეალური მიზეზი, რის გამოც მათ კანდიდატურა არ დააყენეს”, – განაცხადა კობახიძემ.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о работе хаба молодежного предпринимательства





Москва

Более 40 тысяч семей в Москве и области получают ежемесячные выплаты из средств материнского капитала


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о работе хаба молодежного предпринимательства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Дочь Тимати заявила, что уедет в США и станет там актрисой




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«23 and Friends»: в Москве состоялся спортивно-музыкальный фестиваль Аш 23

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию

Спортсменка Росгвардии установила рекорд в командном спринте на «Гран-при Санкт-Петербурга»


Варвара Грачёва

Осталась в одиночестве: Андреева победила Грачёву и вышла в четвертьфинал «Ролан Гаррос», Медведева остановил де Минор



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Я у мамы на работе: дети специалистов Службы 112 Москвы побывали на рабочем месте родителей



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России