როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე
შფოთვისა და სტრესის შესამცირებლად, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება არის ფიქრი იმაზე, რომ მარტო არ ხართ. ეს მარტო თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს და გარშემო უამრავი ადამიანია, იმავე პრობლემებით. ასეთ დროს შვება მეგობრებთან საუბრით და მათ გვერდით ყოფნით შეიძლება იპოვოთ.
შფოთვის მთავარი გამომწვები ფაქტორი ნეგატიური ფიქრებია. მაშინაც კი, როცა კარგ რამეებზე ფიქრობთ, შესაძლოა, უარყოფითი აზრების მოზღვავებას განიცდიდეთ და გეგონოთ, რომ ამისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, თუმცა ასე არ არის. ჩვენ ვაკონტროლებთ ფიქრებს და არა პირიქით. თავად ირჩევთ, რომელი ფიქრი გახადოთ უფრო ძლიერი, რომელს მოუსმინოთ და რომლისგან მიიღოთ ენერგია. რაც უფრო ხშირად უკუაგდებთ ნეგატიურ აზრებს, მით უფრო ნაკლები გავლენა ექნებათ თქვენზე.
იზრუნეთ საკუთარ თავზე, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ივარჯიშეთ რეგულარულად და იარეთ ფეხით. დაიცავით თქვენი ძილის რუტინა. უყურეთ საყვარელ ფილმებს, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას ან სცადეთ, დაიწყოთ რაიმეს სწავლა, ათვისება. საქმიანად ყოფნა გეხმარებათ ფუჭი ფიქრებისგან გათავისუფლებაში.
წყარო/ფოტო: Health Line