სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქებზე სარაკეტო შეტევის შედეგად
სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა დონეცკის ოლქის ქალაქებზე, კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად.
დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის და პროკურატურის ინფორმაციით, გამთენიისას განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა კრამატორსკში და 1 - კონსტანტინოვკაში.
ქალაქ კრამატორსკში დაინგრა 5 კერძო სახლი და 20-მდე დაზიანდა. კონსტანტინოვკაში დანგრეულია 2 და დაზიანებულია 55 სახლი. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებიც.
სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წუხანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში მყოფი გემიდან ოდესას ესროლა 4 რაკეტა „კალიბრი“.