Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

0

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 12 ივნისს ეკონომიკის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 10 საუკეთესო შედეგის მქონე ნახევარფინალისტმა მიიღო. მათგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს, რომლებიც ჯერ ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში, შემდეგ კი სლოვაკეთში, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველ რაუნდში მოსწავლეებმა ონლაინ ტესტირება გაიარეს და 25 დახურულ შეკითხვას უპასუხეს, შედეგად, მეორე ტურში 230 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა.

ნახევარფინალი თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს, ტესტირების პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებში ეკონომიკისა და ფინანსების მართვის შესახებ.

სესიებს ატარებდნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია Economic Fundamentals Initiative-ის წარმომადგენლები რენდალ ფილერი, ჯოსეფ კალჰოუნი და ტაუნი ფერარინი.

ფინალური ტურის ფარგლებში, საუკეთესო შედეგის მქონე 10-მა მოსწავლემ ჟიურისთან გაიარა გასაუბრება, შედეგად კი 5 გამარჯვებული გამოვლინდა: ნიკა ვანაძე, კლიმენტი ბერულავა, გუკა ცაგარეიშვილი, ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი.

ახლა გამარჯვებულები ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში გაივლიან გადამზადებას, გაეცნობიან ეკონომიკის საფუძვლებს, დაესწრებიან ტრენინგებს და მოემზადებიან საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი 17 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იასპარეზებენ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი „ეკონომიკის ოლიმპიადის“ გენერალური სპონსორია. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ახალგაზრდების ეკონომიკით დაინტერესების პროცესში, რაც თავის მხრივ, სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივის წარმატებას კი ოლიმპიადისადმი მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ინტერესიც მოწმობს – დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზარდება ეკონომიკით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა“ ფარგლებში INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს.

ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, მხარდამჭერები არიან Economic Fundamental Initiative (EFI) და თავისუფალი უნივერსიტეტი, ოლიმპიადის მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG), ოლიმპიადის სოციალური მედია პარტნიორია ორჯერ ორი (2×2).





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии столичного района Мнёвниковская пойма



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Репосты ВКонтакте отличный способ рекламы Концерта, нового Видео или Песни, Книги!




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™

Турнир по рукопашному бою в Солнечногорске собрал 250 спортсменов

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол


Новак Джокович

Джокович обратился к Алькарасу после победы на «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России