ირაკლი ჩიქოვანი: თუ ვინმე გააწევრიანებს ამ ქვეყანას ევროკავშირში, ეს არის „ქართული ოცნება“
„თუ ვინმე გააწევრიანებს ამ ქვეყანას ევროკავშირში, ეს არის „ქართული ოცნება“,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისის თქმით, უმრავლესობას შეუძლია რეფორმების გაგრძელება.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის, რომლის პირობებშიც საზოგადოებაში ევროკავშირში გაწევრიანებას მხარდაჭერა გაეზარდა. ჩვენ მივაღწიეთ ყველა მნიშვნელოვან შედეგს, რომელიც სახელმწიფოს ევროკავშირთან აკავშირებს. რეალურად ერთადერთი ჩვენ გაგვაჩნია შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ ამ რეფორმების დღის წესრიგი და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიყვანოთ სახელმწიფო ევროკავშირში. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი არის ერთ-ერთი ეტაპი. რამდენიმე სახელმწიფოა, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი მაგრამ წევრობამდე ძალიან ბევრი წელი გაიწელა. ყველა მოლაპარაკება, მათ შორის უვიზო მიმოსვლაზე, მოლაპარაკება თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ უფრო გვიან, ვიდრე დაიწყეს თუნდაც ტრიოს სახელმწიფოებმა, მაგრამ შედეგს პირველებმა მივაღწიეთ. ეს არის ობიექტური რეალობა და ის, რაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. თუ ვინმე გააწევრიანებს ამ ქვეყანას ევროკავშირში, ეს არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.