Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე: ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე

0
ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე: ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი უარყოფითად აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. გია ვოლსკიმ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხალხში უსამართლობის განცდას გააჩენს და "საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე."

ვოლსკის თქმით, მას არ ჰქონია წინასწარ ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას აპირებდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები იძლეოდა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მას შეიძლებოდა მოულოდნელი ნაბიჯი გადაედგა. პრეზიდენტის განცხადებებიდან დეპუტატმა განსაკუთრებით ბევრჯერ ახსენა დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გამოსვლა სამხედრო აღლუმზე, მისი მოქმედებებიდან, გადაწყვეტილებებიდან კი გამოყო ეროვნული ბანკის დირექტორის კანდიდატების შერჩევის პროცესი.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯი, გია ვოლსკიმ თქვა, რომ „ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა".

"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე, გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ფულის გადაქაჩვის და ეს ყველაფერი ჩამოქვეითებულია იქამდე, რომ ვითომ მანქანით ისარგებლა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს ზუსტად იცის იმან, ვინც შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილებით "ბრძოლის ველზე დააბრუნა ადამიანი, რომელიც გააგრძელებს ომს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს."

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო (დაუშვებლად ცნო) ნიკა გვარამიას ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.





Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве





Москва

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1


WTA

Первая ракетка Казахстана вышла в финал турнира WTA в Италии



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Происшествия

В деле об убийстве в Екатеринбурге шестилетнего мальчика появился третий фигурант



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России