რუსეთში კამჩატკაზე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო
რუსეთში ყველაზე დიდმა ვულკანმა ლავის ამოფრქვევა გუშინ 22 ივნისს დაიწყო, ინფორმაცია ამის შესახებ კამჩატკის ვულკანურ ამოფრქვევებზე რეაგირების ჯგუფის (KVERT) ხელმძღვანელმა ოლგა გირინამ დაუდასტურა გამოცემა „იზვესტიას“. ვულკანის მოქმედება გამოჩნდა სატელიტურ ფოტოებზეც.
მისი სიტყვებით, ამოფრქვევის ამჟამინდელ დინამიკაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ვულკანი საფრთხეს არ წარმოადგენს ახლომდებარე დასახლებებისა და ავიაციისთვის,
KVERT-ი აგრეძლებს ვულკანული ამოფრქვევების მონიტორინგს, რიგინას სიტყვებით, ვულკანიიდან წინა ჯერზე ლავის ამოფრქვევა 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდე გრძელდებოდა.
მანამდე, 8 ივნისს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტებმა ფერფლისამოფრქვევა შენიშნეს კურილის კუნძულ პარამუშირზე არსებული ებეკოს ვულკანიდან. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ ფერფლის ნალექი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 5 კილომეტრზე მეტ მანძილზე გავრცელდა