ამ ზოდიაქოს ნიშნებს ცვლილებები ნაკლებად ხიბლავთ
კუროს შანსი რომ ჰქონდეს, მთელი დღე სახლში დარჩეს და საყვარელი აქტივობებით დაკავდეს, ამას უყოყმანოდ გააკეთებს. იგი კომფორტის მოყვარული ზოდიაქოს ნიშანია და სძულს, როცა საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის. მას არ მოსწონს ცვლილებები და სურს დარჩეს გარემოში, რომელსაც შეჩვეულია. ურჩევნია ფრთხილად იყოს, ვიდრე რამე ინანოს. ამიტომ, ყოველთვის ბევრს ფიქრობს და რისკზე ნაკლებად მიდის.
კირჩხიბი წყლის ნიშანია, უზომოდ მგრძნობიარეა. ყველა სიტყვას ზედმიწევნით არჩევს და ძალიან ბევრს ფიქრობს, ვიდრე ნაბიჯს გადადგამს, რადგან არ სურს, რომ ვინმეს გული ატკინოს. იგი ზოდიაქოს ყველაზე მზრუნველი ნიშანია. მისთვის ურთიერთობები, ემოციები, კავშირები ძალიან ძვირფასია.
თევზები ზედმეტად ბევრს ფიქრობს და დარდობს. იგი საკუთარ თავს შეცდომებს ვერ პატიობს, ამიტომ რისკზე წასვლას ყოველთვის ერიდება. მას ძალიან მყიფე და ადვილად მსხვრევადი გული აქვს. რის გამოც ხშირად თავის წარმოსახვით სამყაროში დარჩენას ამჯობინებს და ცვლილებებს გაურბის.
წყარო: Best Life
ფოტო: Istock