სამეფო ასკოტის ბოლო დღე დიდ ბრიტანეთში
უილიამი და ქეითი, უელსის პრინცის და პრინცესას ამპლუაში, პირველად გამოჩნდენ 2023 წლის ასკოტზე. პრინცესას ფილიპ ტრეისის შესაბამის ქუდთან ერთად, ალექსანდრე მაკქუინის წითელი კაბა ეცვა. მისი დიზაინით იყო შექმნილი ქეითის საპატარძლო კაბაც.
სამეფო დოღი დედოფალ ელისაბედის ერთ-ერთი უსაყვარლესი ღონისძიება იყო, მისი მემკვიდრეები კი ამ ტრადიციას აგრძელებენ. მონარქის გარდაცვალების შემდეგ ასკოტი წელს პირველად გაიმართა.
დღეს სამეფო ასკოტის ბოლო დღე იყო. მეფე და დედოფალი ეტლში ისხდნენ და შეკრებილ საზოგადოებას ღიმილით ემშვიდობებოდნენ.
წყარო: People