Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

პესკოვი: NYT-ის ვერსია, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ამბოხების შესახებ, „სპეკულაციაა“

0
პესკოვი: NYT-ის ვერსია, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ამბოხების შესახებ, „სპეკულაციაა“

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ New York Times-ის სტატიის ცნობა, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ, სერგეი სუროვიკინმა იცოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენის პრიგოჟინის გასული კვირის ამბოხების შესახებ, არის „სპეკულაცია“. პესკოვმა თქვა, რომ „ამ მოვლენებთან დაკავშირებით არის ბევრი სხვადასხვა სპეკულაცია, ბრალდება და ა.შ.. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ასეთი მაგალითი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს 28 ივნისს.

როგორც ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. გამოცემის წყაროები არიან შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, რომლებიც ამერიკული დაზვერვის მიერ არიან ინფორმირებული.

გამოცემის თანახმად, აშშ ცდილობს დაადგინოს, ეხმარებოდა თუ არა გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინს პრეზიდენტ პუტინისთვის 23-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე საშიში ქმედებების დაგეგმვაში. New York Times-ის წყაროთა თანახმად, არის იმის ნიშნები, რომ, სავარაუდოდ, სხვა რუსი გენერლებიც უჭერდნენ მხარს პრიგოჟინის მცდელობას, ძალით შეეცვალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა.

შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ პრიგოჟინი ამბოხს არ დათანხმდებოდა, რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი პირების დახმარების იმედი რომ არ ჰქონოდა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, თუ დადასტურდება, რომ გენერალ სუროვიკინს ამ მოვლენებთან კავშირი აქვს, ეს იქნება ბოლო წვეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებულ დაპირისპირებაში.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისს, საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.

24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.

24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.

24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.

27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას წაადგება.





Губернаторы России
Москва

Неделя мэра: парад кадетского движения Москвы, госнаграда и открытие пешеходной галереи





Москва

Что лучше для СССР и РФ сегодня: Брежневский застой или Путинский капитализм, а как думают советские люди


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Неделя мэра: парад кадетского движения Москвы, госнаграда и открытие пешеходной галереи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

Обманул сына, бросил жену в 90 лет и потерял дочь: яркая жизнь Бедроса Киркорова




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области

Спортсменка Росгвардии установила рекорд в командном спринте на «Гран-при Санкт-Петербурга»

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста


WTA

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин: Площадки фестивалей «Москва — на волне. Рыбная неделя» посетили рекордные 4,5 млн человек



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России