Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ კობახიძემ უნდა დააზუსტოს ვისზე საუბრობს

0
კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ კობახიძემ უნდა დააზუსტოს ვისზე საუბრობს

ბოლოდროინდელი ძალადობის ფაქტების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. მისი განცხადებით, ძალადობა მიუღებელია და საჭირო არის გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარება. ამასთან, დიპლომატი გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგონეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და თუკი პარტიის თავმჯდომარე [„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და უფრო მეტად შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. აქ რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეს ძალადობა ჰგავს ტრენდს, რომელიც იწყება და ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებმაც გამოსცადეს წარსულში ასეთი კოორდინირებული ძალადობა. და ვფიქრობ, რომ ძალიან ხელშემწყობი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ეს თავდასხმები ნათლად დაგმონ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და სამართლებრივი დევნა. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია საზოგადოებაში”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს.

თავდასხმის ფაქტზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, რომ „გავლენიანმა ელჩმა“ ძალადობა წაახალისა.

„მიშა მშვილდაძე თვითონ მსხვერპლია, რადგან მას შთააგონეს, რომ დედის გინება სამოქალაქო აქტივიზმია და დედას იგინებოდა, სადაც ჰქონდა ამის საშუალება. მერე გამოვიდა ვიღაც სხვა, რომელმაც ასევე, ასე წარმოიდგინა ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთ-ერთი ელჩის ბოლოდროინდელი მოწოდება გინებასთან, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, აღიქვა ასე, თუ იძალადებდა მიშა მშვილდაძეზე, იქნებოდა სამოქალაქო აქტივიზმი, თუ შეაგინებს ვიღაც მიშა მშვილდაძეს, ადამიანმა წარმოიდგინა, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია. და ეს ვინ დანერგა? კონკრეტული ელჩი იყო, ვინც ამაზე საუბრობდა, რაც სირცხვილია. ელჩის განცხადებას ძალიან დიდი გავლენა აქვს. როცა გამოდის გავლენიანი ელჩი და ამბობს, დედის გინება, ბილწსიტყვაობა სამოქალაქო აქტივიზმია, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს რა თქმა უნდა, ძალადობის წახალისებაა. ძალიან ცუდია, ჟურნალისტი რომ ხარ და ეს არ გახსოვს, მე მახსოვს, კონკრეტული ფაქტი იყო, როცა კონკრეტულმა გავლენიანმა ელჩმა წაახალისა ძალადობა“, - თქვა კობახიძემ.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

«Деньги уходили»: Волочкова рассказала о предательстве домработницы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1


WTA

Рахимова прошла во второй круг турнира WTA в Рабате на отказе Таунсенд



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Новый нацпроект о цифровой трансформации обсудили на выставке «Россия»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России