მილიარდერმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
ენერგოკომპანია „არეტის“ მფლობლემა, მილიარდერმა იგორ მაკაროვმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია RBC იუწყება, ამერიკული Forbes-ის ვებ-გვერდზე მილიარდერის შესახებ გამოქვეყნებულ პერსონალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ბიზნესმენის პროფილში ნათქვამია, რომ მან წელს უარი თქვა რუსულ პასპორტზე და ახლა მხოლოდ ერთ, კვიპროსის, მოქალაქეობას ფლობს. ამის თაობაზე RBC-მ მაკაროვის წარმომადგენელს მოთხოვნა გაუგზავნა.
ამერიკული Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში იგორ მაკაროვი ახლა კვიპროსელ მილიარდერად არის მითითებული. მაკაროვი, რომლის ქონება 2,2 მილიარდ აშშ-ის დოლარს უტოლდება, მეხუთე ადგილზეა ყველაზე მდიდარ კვიპროსელებს შორის და 1368-ე - გლობალურ რეიტინგში.
მაკაროვის გარდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე ექვსმა უმდიდრესმა ადამიანმა თქვა. მათ შორის არიან საინვესტიციო კომპანიის Troika Dialog-ის ყოფილი მფლობელი რუბენ ვარდანიანი, სტარტაპ Revolut fintech-ის დამფუძნებელი ნიკოლაი სიდონსკი და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი.