Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2023

რუსებისთვის თბილისში სატრანზიტო ჰაბის შექმნაზე ილაპარაკა „აზიმუტის" თანამესაკუთრემ 

0
საინფორმაციო სააგენტო РБК-სთან ინტერვიუში მოსკოვის აეროპორტის, „ვნუკოვოს“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამესაკუთრემ ვიტალი ვანცევმა განაცხადა, რომ თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის შეიქმნება სატრანზიტო ჰაბი, იმისთვის, რომ მათ ევროპაში ფრენა შეძლონ.


„ჩვენი პარტნიორები „ჯორჯიან ეარვეისიდან“ რუსეთის მგზავრებისთვის ტრანზიტის თვალსაზრისით, კარგ შეთავაზებას აკეთებენ: ხსნიან რეისებს ევროპის მიმართულებით - პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც ახლა დახურულია პირდაპირი რეისები. საბოლოოდ, რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ თბილისში მე-4 კარგ სატრანზიტო კვანძს - სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ“, - თქვა ვანცევმა.


ის არ მალავს, რომ რუსული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ავიაკომპანიასთან და აცხადებს, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ მეპატრონე თამაზ გაიაშვილი მისი საუკეთესო მეგობარია.


„ჩვენ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ვცდილობთ ის [ჰაბი] ისე მოვაწყოთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენი მგზავრებისთვის, რომ გადაჯდომის დრო ხანგრძლივი არ იყოს - საათი ან საათ-ნახევარი“, - დაამატა ვანცევმა.


ვიტალი ვანცევმა კომენტარი გააკეთა მოსკოვი-თბილისის რეისების მაღალ ფასზეც.


„ავიაცია ისე არის მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტს დავფრინავთ, მით უფრო ნაკლებია თვითღირებულება და ჩვენ შეიძლება თავს უფლება მივცეთ, დაბალფასიანი ზღვრის დაწესების. თითქმის ოთხი წლის წინ რუსეთის კომპანიებმა საქართველოს ბაზარი დაკარგეს, ახლა ჩვენ მის განვითარებას ვიწყებთ. მას, რაც უფრო განვავითარებთ, მით უფრო ხელმისაწვდომი შეთავაზებები იქნება კლიენტებისთვის. ეს ხომ ეხება ტრანზიტული მგზავრების ზრდას, რომლებიც რეისის დატვირთვას ზრდიან. ყველა ეს ფაქტორი მიგვიყვანს იქამდე, რომ ბილეთის ფასი ნელ-ნელა დაიწევს“, - აღნიშნა მან.


ვანცევი ამბობს, რომ „აზიმუტს“ მინვოდიდან და სოჭიდან, თბილისის და ბათუმის მიმართულებით, რეისების დამატების შესაძლებლობა აქვს. თუკი მათი დატვირთვის პოტენციალი იქნება, ისინი დაემატებიან.




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა ჯერ კიდევ 25 მაისს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთს თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით სატრანზიტო რეისებს სთავაზობს. „ზუსტად ისე, როგორც მგზავრები მოსკოვიდან მიფრინავენ სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით სადღაც, ისინი შეძლებენ თბილისში მოფრენას და შემდეგ - სხვა ქალაქში", - თქვა მან.


გაიაშვილმა დააზუსტა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს არ აქვს სატრანზიტო ზონა, რაც, მისი თქმით, ტრანზიტული რეისებისთვის პრობლემას წარმოადგენს.


25 მაისს ​„ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტმა გაავრცელა განცხადება. მასში ნათქვამია იყო, რომ საქართველო სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ შეასრულებს.






მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.


დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს და აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში.


რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.


საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.


რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას მწვავედ აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს აეროპორტების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ოპონენტები მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებაში.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России