საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში წასვლა უკვე ID ბარათითაც შეუძლიათ
"შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით", - წერია უწყების განცხადებაში.
საქართველოსა და სომხეთს შორის უვიზო მიმოსვლა წლებია მოქმედებს, თუმცა ერთი ქვეყნის მოქალაქეს მეორე ქვეყანაში მოსახვედრად სჭირდებოდა პასპორტი.
