Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2023

უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი, ცხინვალელი მოხალისე დაიღუპა

0
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 40 წლის მცხოვრები ხოხ ბაგაევი უკრაინაში დაიღუპა. ამის შესახებ ოსური  „ტელეგრამ"-არხები იუწყებიან. რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისე მებრძოლის დაღუპვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


ივნისში ცხინვალში უკრაინიდან სამი მებრძოლი ჩამოასვენეს. ბოლოს, ოკუპირებული ცხინვალის სასაფლაოზე 31 წლის აივენჰო ტეხოვი დაასაფლავეს. ის დიდი ხნის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ, სახელმწიფო ტელევიზიაში, „ირში“, ჟურნალისტად მუშაობდა, 2022 წელს კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იქ საბრძოლველად წავიდა. იგი ჩაეწერა მოხალისეთა ბატალიონ „შტორმ-ოსეტიაში“, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან წასული მოხალისე ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული.


ღია წყაროების ინფორმაციით, ცნობილია რომ რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალიდან 30-ზე მეტი მებრძოლია დაღუპული. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ატყობინებენ, რომ ორი ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში ორჯერ გაიწვიეს.


2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 ჯარისკაცს შეადგენს.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России