კითხვები, რომელიც ურთიერთობის უკეთ გარკვევაში დაგეხმარებათ
როგორც ამბობენ, ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის მთავარი გასაღები არის კომუნიკაცია. განსაკუთრებით, თუ საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. იმისთვის, რომ პარტნიორთან ჰარმონიაში იყოთ, აუცილებელია ერთმანეთს კარგად იცნობდეთ და გესმოდეთ თქვენი განცდების.
არის კითხვები, რომლებსაც თავი არ უნდა აარიდოთ. კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ თქვენს საყვარელ ადამიანს და შესაბამისად, მიხვდეთ, რისი მიღება გსურთ ამ ურთიერთობისგან.
რა არის შენი საყვარელი მოგონება ჩვენს ისტორიაში?
ოდესმე მოგიტყუებია თუ არა შენი პარტნიორი?
პირველად, როდის გააანალიზე, რომ გინდოდა, ჩვენი ურთიერთობა შემდგარიყო?
როგორია შენთვის კარგი მეგობარი?
რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოვხატო შენ მიმართ?
დროთა განმავლობაში შეიცვალე თუ იმავე პიროვნებად დარჩი, როგორიც ადრე იყავი?
ოდესმე გიფიქრია, რომ სხვანაირ გარემოში განსხვავებულ პიროვნებად ჩამოყალიბდებოდი?
რა არის შენი ყველაზე დიდი სისუსტე?
ყველაზე მეტად რომელი საზღვარი არ გსურს, რომ გადაკვეთონ, შენთან ურთიერთობისას?
არის რაიმე, რასაც თან ატარებ, ვერავის ეუბნები და ეს გულს გიმძიმებს?
შენს წლებისწინანდელ ვერსიასთან რომ შეგეძლოს შეხვედრა, რას ეტყოდი?
თუ ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს გულწრფელად იპოვით, მაშინ თქვენი ურთიერთობა ნამდვილი და ურყევი იქნება.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock
