ნიკა გვარამია კიევში გაემგზავრა
0
დღეს, 13 ივლისს, მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია კიევში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ facebook გვერდზე გაავრცელა.
ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე გვარამია სტრასბურგში ევროპარლამენტის მოწვევით იმყოფებოდა, სადაც საუბრის მთავარ თემას საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პრობლემატიკა წარმოადგენდა.
კიევში ის ბოლოს 2019 წელს იმყოფებოდა.
