მოახდინეთ საკუთარი თავის მოტივირება, რომ უფრო მეტი იაროთ ფეხით
2019 წელს ჟურნალში Science Report გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, რომლებიც დღეში მინიმუმ 120 წუთი მაინც დადიან ფეხით, უფრო ჯანმრთელები არიან როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ამიტომ აუცილებელია საკუთარი თავის მოტივირება, რათა აუცილებლად ისეირნოთ გარეთ, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა შესაბამისი განწყობა.
ერთ-ერთი გზა ამისთვის, თქვენს შინაგან სამყაროსთან კავშირის დამყარებაა. გაიხსენეთ ბავშვობა, როცა გარეთ სიამოვნებით თამაშობდით მეგობრებთან ერთად. მიანიჭეთ საკუთარ თავს იგივე აღტაცება და ელოდეთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს აღმოაჩენთ ყოველ ჯერზე.
მარტო სეირნობა კარგია, მაგრამ განსაკუთრებით კარგია სეირნობა მეგობრებთან ერთად. კომუნიკაცია, ემოციების გაზიარება, დადებითი ენერგიებით დამუხტვა დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ სტრესისა და დეპრესიისგან.
ასევე ბუნებაში სეირნობა აუცილებელია, მზის სხივებისგან სარგებლის მისაღებად. თუმცა არ დაგავიწყდეთ, ატაროთ მზისგან დამცავი, თანაც ზაფხულის ცხელ დღეებში.
წყარო: Best Life
ფოტო: Don Flood