გარდაიცვალა მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი
პარიზში 76 წლისა გარდაიცვალა ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი, ჯეინ ბირკინი, რომელიც 76 წლისა იყო. ამის შესახებ იტყობინებიან Le Parisien-ი და BFMTV-ი.
მედიის თანახმად, ბირკინი მკვდარი ნახეს თავის ბინაში.
მაისის ბოლოს მან გააუქმა ყველა კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აპირებდა სცენაზე დაბრუნებას.
ჯეინ ბირკინი 1946 წელს დაიბადა ლონდონში. პირველ ფილმში ის 1965 წელს გადაიღეს. 1969 წელს რეჟისორმა, პიერ გრიმბლიმ ის მთავარ როლში ათამაშა „სლოგანში“, სადაც მთავარ როლი შეასრულა სერჟ გენსბურმა, რომელიც მისი პარტნიორი გახდა.
1969 წელს ბირკინი პარიზში გადასახლდა და გენსბურთან ერთად ჩაწერა სიმღერა „მიყვარხარ... არც მე,“ რომელიც პოპულარული გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანმა დაგმო, ხოლო ბი-ბი-სიმ აკრძალა, დიდხანს რჩებოდა ჰიტებს შორის ზედა ადგილებზე.
თავის შემოქმედებით კარიერის მანძილზე ბირკინი გადაიღეს 70-ზე მეტ ფილმში და ჩაწერა 10-ზე მეტი მუსიკალური ალბომი.
კომპანია Hermès-მა 1981 წელს გამოიყენა მსახიობის გვარი და შექმნა ლეგენდარული ჩანთა Birkin-ი, რომლის ვარიაციები მსოფლიოში ქალის ყველაზე ძვირ ჩანთებს შორის არის.