ზოდიაქოს ყველაზე მეოცნებე და სენტიმენტალური ნიშნები
თევზები ზოდიაქოს ყველაზე მეოცნებე ზოდიაქოს ნიშანია. იგი საოცრად კრეატიულია და წარმოსახვის უნარით გამოირჩევა. მას ნეპტუნი მართავს, ილუზიების, ფანტაზიის, ფიქრების პლანეტა. თევზები თავად ქმნის თავის სამყაროს, რომელსაც მაშინ აფარებს თავს, როცა სურს, რეალობას გაექცეს. თუმცა მას სიფრთხილე მართებს, რათა ბალანსი არ დაკარგოს და ილუზიებში არ გადაეშვას.
როგორც თავგადასავლების მოყვარული ზოდიაქოს ნიშანი, მშვილდოსანი ყოველთვის ფიქრობს და ოცნებობს ახალ გამოწვევებზე. მისი თავისუფალი სული სიახლეებისთვის მუდამ მზადაა. დიდი ოპტიმისტია, აქვს მიმღემბლობა და მომავალი თავგადასავლების მანიფესტაციას ახდენს, რათა დაუვიწყარი მოგონებები შეიძინოს. როგორც ყველაზე ბრძენი ზოდიაქოს ნიშანი, იგი ცხოვრებისეულ ცოდნას ემპირიულად აგროვებს.
მზრუნველი და მოსიყვარულე კირჩხიბი ძალიან სენტიმენტალურია. მუდამ ოცნებებში და მოგონებებშია ჩახლართული. ხშირად ფიქრობს წარსულზე და ზოგჯერ აზვიადებს მას. შესაძლოა, წარსულში მომხდარი ამბები უფრო მიმზიდველად ეჩვენებოდეს. დღის განმავლობაში თავის ფანტაზიას აფარებს თავს და ასე გაურბის არასასურველ სიტუაციებს.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock