Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2023

ლევან ლორთქიფანიძე: წინ გველის საარჩევნო ორთაბრძოლა „მართლმადიდებლობის მცველებსა“ და „ლიბერალ აქტივისტებს“ შორის, შუა გაიკრიფება

0

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

– ბატონო ლევან, გასული კვირა ბევრი რამით იყო საინტერესო, თუნდაც იმით, რომ ვილნიუსში ნატოს მორიგი სამიტი ჩატარდა და უკრაინამ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო რუსული აგრესიასთან საბრძოლველად.

ამ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ჩვენი საუბარი გვინდა დავიწყოთ გასულ კვირასვე „ქართული ოცნების“ გენ.მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, რომელზეც, მსჯელობა, როგორც ჩანს, კარგა ხანს გაგრძელდება.

ჩვენს მკითხველს შევახსენებ კახა კალაძის განცხადებას – „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს, 2026 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც“.

ამ თემაზე ბევრი ითქვა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ითქმება. ფაქტი ისაა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება, უჩვეულოდ ადრე დაიწყო. კალაძის ეს განცხადება მომხრეების გასამხნევებლად იყო გაკეთებული თუ სხვა მიზანი ჰქონდა, ამას დრო აჩვენებს.

ახლა საკითხავი ისაა, 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება ხელისუფლებამ ასე ადრე რატომ დაიწყო? ანაც, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველი ძალა, რომელიც ქვეყანას მე-11 წელია მართავს, დარწმუნებულია რომ ხელისუფლებაში 2032 წლამდე იქნება?

– თანამედროვე სამყაროში ზედმეტი თავდაჯერებულობა პოლიტიკოსს მაინცდამაინც კარგად არ ახასიათებს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც შეიძლება ერთმა პატარა მოვლენამ მთლიანად შეცვალოს პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა. 2021 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანელი სოციალ-დემოკრატები კვლავ შეძლებდნენ კანცლერის თანამდებობის მოპოვებას, მაგრამ ოპონენტთა წინააღმდეგ აღმოჩენილი რამდენიმე კომპრომატის წყალობით დღეს ოლაფ შოლცი ევროკავშირის ყველაზე მძლავრი ქვეყნის ლიდერია.

როგორც ძველი ქართული ანდაზა ამბობს, 2028 წლამდე „ან ძაღლი მოკვდება, ან ძაღლის პატრონი“. ბატონი კალაძის ადგილზე, უკიდურესად დაჩქარებულ და მოულოდნელობით აღსავსე მსოფლიოში ქედმაღლური პროგნოზებისგან თავს შევიკავებდი.

თუმცა, გენერალურ მდივანს ნამდვილად აქვს არხეინად ყოფნის ობიექტური საფუძველიც. ცნობილი პოლონელი პოლიტოლოგი ადამ პშევორსკი დემოკრატიულ სისტემაზე მსჯელობის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ოპოზიციის ფუნქციაზე. შეიძლება საშინელი ხელისუფლება გყავდეს, მაგრამ მაინც არ კარგავდე დემოკრატიის ამუშავების იმედს.

დისფუნქციური ხელისუფლების პირობებში ადამიანებს დემოკრატიისადმი რწმენის შენარჩუნებაში ოპოზიცია ეხმარება ხოლმე. მწყობრი ალტერნატიული ბანაკის არსებობის დროს მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ არსებული მმართველობის თუნდაც ოდნავ უკეთესით ჩანაცვლების შანსი არსებობს.

სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ოპოზიცია უკიდურესად ფრაგმენტირებული, დაშლილი და არაორგანიზებულია. ოპოზიციური ძალები ვერ ახერხებენ თავიანთი რამდენიმე პროგრამული პრიორიტეტის გამოკვეთას, მათ შეუძლიათ მხოლოდ არსებულის კრიტიკა და ამომრჩეველს რეალური ალტერნატივებს ვერ სთავაზობენ. ბუნებრივია, ხელისუფლების საწინააღმდეგო ჯგუფების არაორგანიზებულობა და სისუსტე თავდაჯერებულობას მატებს მმართველი გუნდის ლიდერებს.

2024 წლის საარჩევნო კამპანიის ადრე დაწყება კი შეგვიძლია ძალიან მარტივად ავხსნათ. არ დაგავიწყდეთ, რომ „ქართული ოცნება“ მეოთხე წრეზე მიდის, მეოთხე ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა.

გასული ათწლეულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტიის წარმომადგენლებმა თავიანთი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწურეს, გრანდიოზული მიზნები დასახეს და მცირედსაც გაჭირვებით მიაღწიეს.

ამასთანავე, როგორი გამორჩეულიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ ხალხს ის ჰბეზრდება, ხალხს მის მიმართ უამრავი პრეტენზია უგროვდება. შესაბამისად, არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მმართველი ძალის მხრიდან ჩვეულებრივ შემთხვევებთან შედარებით გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. „ოცნებაც“ თადარიგს იჭერს წინასწარ, რათა არჩევნების დღეს მყარი შედეგი დადოს.

ვრცლად





Губернаторы России
Москва

Собянин: Общегородской школьный выпускной пройдет в Москве 28 июня





Москва

Финансовый эксперт Светлана Петрова: как совместить бизнес и семью


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин накануне Дня России наградил заслуженных москвичей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Кристина Орбакайте

Орбакайте в видео: было, есть и будет что спеть, на грязь у меня иммунитет




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™

Открытый чемпионат по мажореткам «Парад Московии» прошел в Истре

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве


Елена Веснина

«Мирра Андреева обладает удивительной выживаемостью» // Олимпийская чемпионка по теннису Елена Веснина об итогах женского Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Сотрудники Росгвардии предотвратили пожар медицинского центра в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России