მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი: მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დაყოფა ქმნის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, აჯაი ბანგამ დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე თქვა, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის მზარდი დაყოფა ქმის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს განვითარების პროცესში მყოფი სახელმწიფოებისთვის.
ბევრი ქვეყანა კვლავაც ებრძვის კორონავირუსით და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ ორმაგ დარტყმას საწვავის და სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდაზე, ხოლო კლიმატის ცვლილება ყველაზე მტკივნეულად აისახება მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების ნაწილზე.
G20-ის შეხვედრის ფონია რუსეთის მხრიდან ორშაბათს გამოცხადებული უარი უკრაინის მარცვლეულის შავი ზღვით გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივებაზე. გაეროს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილებისთვის მძიმე საფასურს მსოფლიოში მილიონობით უღარიბესი ადამიანი გადაიხდის.