ილონ მასკი კვლავ მოექცა Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში
Tesla-ს და SpaceX-ის დამაარსებელი ილონ მასკი დაუბრუნდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეს, რომელსაც Forbes-ი ადგენს ხოლმე.
რეიტინგი ქვეყნდება რეალურ დროში არსებული ვითარების მიხედვით. 24 ივლისს Tesla-ს აქციები 2,5%-ით გაძვირდა მას მერე, რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ თავისი ელექტრომანქანების მყიდველებს შვიდწლიან კრედიტს მისცემს.
ამის შედეგად მასკი, რომელსაც ეკუთვნის კომპანიის 23%, ოთხ მილიარდ დოლარზე მეტით გამდიდრდა.
Forbes-ის გამოთვლით, მასკის ქონება 242 მილიარდ დოლარს უდრის.