უამინდობამ და ტყის ხანძრებმა ზარალი მიაყენა სამხრეთ ევროპის ქვეყნებს
საბერძნეთში და ესპანეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, ხოლო იტალიის ჩრდილოეთში კოკისპირულმა წვიმებმა შექმნა პრობლემები. მილანსა და ლომბარდიის სხვა არეალებში ქარიშხალს დაერთო სეტყვა და წვიმა.
წაქცეულმა ხეებმა გადაკეტეს გზები და დააზიანეს სახლები. სკაუტების ბანაკში ხე დაეცა კარავს და ახალგაზრდა იმსხვერპლა, შვიდი პირი მსუბუქად დაშავდა.
მილანიდან ნიუ-იორკში მიმავალი თვითმფრინავი უამინდობის გამო აფრენიდან მალევე გახდა იძულებული, მიმართულება შეეცვალა და რომისკენ აეღო კურსი. მაღალი ტემპერატურაა ალჟირში, სადაც ტყის ხანძრების გამო 34 ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქ ალჟირის აღმოსავლეთში ხელისუფლებამ ასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
საბერძნეთში, კუნძულებზე როდოსზე, კორფუზე და ეიბოაზე, ტყეების ხანძრის გამო ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. როდოსზე, საბერძნეთის მთავრობის თანახმად, საშუალოდ, ყოველი მეათე სასტუმრო ცეცხლმა დააზიანა.
ტურისტულმა კომპანიებმა დამატებითი რეისები დანიშნეს დამსვენებლების სამშობლოში დასაბრუნებლად. ტყის ხანძრების შესახებ იტყობინებიან ასევე თურქეთიდან, ანტალიის რეგიონიდან.