ალმათიში სახლი იწვის და ხალხი ფანჯრებიდან ხტება (ვიდეო)
0
ყაზახეთის ქალაქ ალმათიში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი რამდენიმე სართულს მოედო. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
ძლიერი ცეცხლის და დაკვამლიანების გამო სახლში მყოფი ადამიანები სადარბაზოდან გამოსვლას ვერ ახერხებენ და პირდაპირ ფანჯრებიდან ხტებიან. მათ ქვევით მყოფი მაშველები ლეიბებით იჭერენ.
დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.