საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი არჩილ დევრისაშვილი
3 აგვისტოს საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა 28 ივლისს გავრცელდა.
დევრისაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო. ის მე-4 მექანიზებული ბრიგადის რიგებში იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 45-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.