“ველოდებით სამაშველოს და წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვია და მოხუცი”
რაჭაში სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მყოფი ქალი მედიასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ სამაშველო სამსახურს ელოდებიან და თუ დროულად არ მივლენ, მისივე თქმით, ყველას ჩაიტანს, მათ შორის ბავშვებსა და მოხუცებს.
„მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვია და მოხუცი.
შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის რაღაც 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი“, – ამბობს რაჭაში, შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფი ქალი.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.