Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2023

"ფულს არ ვითხოვთ, ომის დროს დაზიანებული სახლები შეგვიკეთონ" - ომბუდსმენი გუგუტიანთკარელებს შეხვდა

0

საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ხელისუფლებას ომით დაზარალებული ადამიანებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. ლევან იოსელიანის თქმით, აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგაც კი გრძელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

„აქ მეუბნებიან, რომ დამწვარი სახლების მფლობელებმა 2008 წელს მიიღეს კომპენსაცია. ჩემი აზრით, ეს არ არის საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ დღეს ეს სახლები ასე იყოს დამწვარი და ამ ხალხზე არავინ ზრუნავდეს და თვითონ შეკედლებულნი იყვნენ რომელიღაც საჯარო დაწესებულებას. სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ადამიანებს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, აქ რჩებიან და აგრძელებენ ცხოვრებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მოსახლეობა ომბუდსმენს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის საჭიროებაზე ესაუბრა. მათი თქმით, მეზობელ სოფელ ზარდიანთკარში ეს პროცესი უკვე დაწყებულია, გუგუტიანთკარში კი კომისიაც არ შექმნილა.

„ომის დროს ბინა ძალიან დაზიანდა. ორ ოთახში არ იცხოვრება. არავის მოვუკითხივართ აქამდე. ფულს არ ვითხოვთ, ომის დროს დაზიანებული სახლები შეგვიკეთონ, როგორც ეს ზარდიანთკარში ხდება“,- ამბობს ელზა გუგუტიშვილი.

„ომის დროს „ბეტეერები“ დადიოდნენ, აფეთქებები იყო, ფანჯრები სულ ჩაიმსხვრა. სახურავი დაზიანებულია და წყალი ჩამოდის. ჩამოიარონ და შეამოწმონ, შექმნან კომისია, ისეთს განსაკუთრებულს ხომ არაფერს ვითხოვთ“, - ამბობს ჯულიეტა რაზმაძე.

ომის დროს სოფელ გუგუტიანთკარში 6 სახლი დაინგრა, სახლების ნაწილი კი დაზიანებულია. 2008 წლის შემდეგ სოფელში ე.წ. ბორდერიზაციის მეორე ტალღაც დაიწყო. 2019 წლის 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები საოკუპაციო ფარგლებში მოაქციეს, როცა საოკუპაციო ღობე რამდენიმე მეტრით სოფლის სიღრმეში გადმოწიეს. მთლიანად განადგურებულია მეზობელი სოფელი დისევი, სადაც ახლა საოკუპაციო ბაზაა განთავსებული.

დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული 27 582 პირია  რეგისტრირებული. ომის დროს დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2232-ს.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот





Москва

Более 30 компаний из Нижегородской области пришли на первую встречу регионального сообщества инклюзивного бизнеса «Открыто для всех»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

VK Fest

ГК «Садовое кольцо» приглашает уфимцев посетить первый VK Fest в Башкортостане




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

ФК «Зенит» представил стартовый состав на суперфинал Кубка России в Москве

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" не будет подписывать камерунского форварда Абубакара


Ролан Гаррос

Синнер повторил достижение Джоковича и Надаля по победам на "Больших шлемах"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Петербурге парень зарезал свою девушку на вечеринке и покончил с собой



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России