ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების სარაკეტო თავდასხმებზე: თუ სროლას გააგრძელებენ, ომის დასრულებამდე გემების გარეშე დარჩებიან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი შავი ზღვიდან სარაკეტო თავდახმებს გააგრძელებს, შესაძლოა ომის დასრულებამდე საბრძოლო გემების გარეშე დარჩეს.
„თუ ბლოკადა იქნება, უკრაინამ გზა უნდა გამონახოს, რომ შეწყდეს ჩვენი წყლების ბლოკადა. თუ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს შავ ზღვაში დომინირებას და მის დაბლოკვას სარაკეტო თავდასხმებით, მაშინ უკრაინაც იმავეს გააკეთებს, რაც ჩვენი შესაძლებლობების სამართლიანი დაცვა იქნება. ჩვენ ბევრი იარაღი არ გვაქვს, მაგრამ თუ ისინი სროლას გააგრძელებენ, ომის დასრულებამდე შესაძლოა გემების გარეშე დარჩნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ ლათინოამერიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.