Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2023

მარგარიტა სიმონიანი და დმიტრი კისილიოვი - „ეხო მოსკვის“ მაროდიორები

0
მარგარიტა სიმონიანი და დმიტრი კისილიოვი - „ეხო მოსკვის“ მაროდიორები

ლიკვიდირებული რადიო „ეხო მოსკვის“ სახელით მალე რუსეთში მაუწყებლობას შეუდგება ახალი პროპაგანდისტული მედია. ამ ბრენდის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი რუსეთის შესაბამის მარეგულირებელ უწყებაში უკვე წარადგინა საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიამ“, რომელსაც კრემლის პროპაგანდისტები, დიმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი, ხელმძღვანელობენ.

მარეგულირებელ კომპანია „როსპატენტში“ განაცხადი 2 აგვისტოს იქნა წარდგენილი და მასში კისილიოვ-სიმონიანის მორიგი ბრენდი თავისი საქმიანობის მიმართულებებად ასობით მომსახურებასა და საქონელს, მათ შორის წყლის ანალიზსა და ჩაის სმის იაპონიის ცერემონიის შესწავლას ასახელებს.

ამ სიტუაციის კომენტირებისას „ეხოს“ ყოფილი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრენდი (სახელწოდება და ლოგოტიპი) ჯერ კიდევ არსებულ სააქციო საზოგადოება „ეხო მოსკვის“ ეკუთვნის, აქციების მესამედი კი - მინორიტარულ აქციონერებს.

„ამგვარად, კანონიერად შეუძლებელია მედიაჯგუფ „როსიას“ („როსია სეგდონიას“) ბრენდის რეგისტრაცია“, - აღნიშნავს ვენედიქტოვი. თუმცა მოგვიანებით ცნობილმა რედაქტორმა და ჟურნალისტმა თავის ტელეგრამის არხში დაწერა, რომ იმავე ლოგიკით, „როგორც წარსულის განსადიდებლად ისტორიის სახელმძღვანელოების გადაწერა ხდება, რუსეთში ესეც გაუვათ".

„ეხო მოსკვის“ მაგივრად, „სპუტნიკი“

2002 წლის 1 მარტს, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის ერთი კვირის თავზე, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მარეგულირებელ უწყება „როსკომნადზორს“ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ საიტზე წვდომის შეზღუდვა მოსთხოვა.

უწყებაში აცხადებდნენ, რომ რადიოში გასული მასალები სავსე იყო ექსტრემისტული შინაარსის მოწოდებებითა და „ფეიკებით“ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. 2 დღის შემდეგ რადიოსადგურის დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ ახდენს რადიოსა და საიტის ლიკვიდაციას.

9 მარტს კი „ეხო მოსკვის“ სიხშირეზე მუშაობა დაიწყო Sputnik-მა, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ეკუთვნის.

სიმონიან-კისილიოვის დუეტის მიერ „ეხო მოსკვის“ ბრენდის სახელით პროპაგანდისტული მაუწყებლობის განახლების შესახებ განაცხადის გაკეთებას აქტიურად გამოეხმაურა სოციალური ქსელები, დღესდღეობით ერთადერთი თავისუფალი მედიასივრცე, რომელსაც კრემლი ბოლომდე ვერ აკონტროლებს.

„ბრძოლის ველი გამარჯვების შემდეგ მაროდიორებს ეკუთვნით“, - ასე ეწოდებოდა ედვარდ რადზინსკის მიერ დაწერილ პიესას.

"მათ (სიმონიანს და კისილიოვს) ჯერ არ გაუმარჯვიათ, მაგრამ მაროდიორობას უკვე შეუდგნენ. შეიტანეს განაცხადა „ეხო მოსკვის“ ბრენდისა და მისივე ცნობილი ლოგოტიპის რეგისტრაციაზე. მაროდიორობა დაიწყეს ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც 91,2 მეგაჰერცის სიხშირეზე, რომელზეც ხელისუფლების მიერ დახურული „ეხო“ მაუწყებლობდა, უეცრად RT-ს სტრუქტურაში შემავალი რადიო „სპუტნიკი“ ალაპარაკდა. ეროვნული ტრადიციების დამცველები არიან, ვერაფერს იტყვი“, - ირონიულად შენიშნავს თავის სტატუსში ცნობილი ჟურნალისტი არკადი დუბნოვი.

ბევრი ბლოგერი ინტერესდება იმით, თუ რა მიმართულება ექნება განახლებულ „ეხო მოსკვის“ და რომელი ჟურნალისტი დასთანხმდება სიმონიან-კისილიოვის დროშების ქვეშ მუშაობას.

„ნებისმიერ სპიკერი, რომელიც დასთანხმდება სხვა „ეხოზე“ მუშაობას, მაროდიორების ამფსონია. გასაგებია, რომ განავითარებენ ლიბერალურ რიტორიკას, მოიწვევენ ჯიბის „ლიბერალებს“ და აღადგენენ რაღაც ძველის მსგავსს. მე ამას არასოდეს დავეთანხმები და სხვებისგანაც მოვითხოვ მსგავსს დამოკიდებულებას. ჰიგიენის საკითხია“, - წერს ტელეგრამის არხში კირილ გონჩარიოვი, პარტია „იაბლოკოს“ მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე.

რაც შეეხება „ეხო მოსკვის“ ყოფილ მთავარ რედაქტორს, ალექსეი ვენედიქტოვს, რომელიც ამჟამად იუტუბის არხზე პროგრამა „ჟივოი გვოზდს“ უძღვება,  იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთში დიდი ხანი ემახსოვრებათ „ეხო მოსკვი“, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდნენ ის და მისი ჟურნალისტები.

„ძვირფასებო, რომლებიც ნამდვილ „ეხოს“ ქმნიდით. მესმის, თუ რამდენად საწყენი, მტკივნეული და გულდასაწყვეტია ის, რომ წლინახევრის განმავლობაში უკვე მეორედ გადადის უცხო ხელში თქვენი შრომის ნაყოფი. მაგრამ გახსოვდეთ - რასაც თქვენ აკეთებდით, დაცულია თქვენს მსმენელებში. ისინი თქვენ დაგიმახსოვრებენ, როგორც პატიოსან, უნარიან, მედგარ პროფესიონალებს, რომლებიც მათ უიოლებდით ცხოვრებას, აწვდიდით ინფორმაციას, ანათლებდით და, რა თქმა უნდა, ართობდით. ამათთვის კი მიმიფურთხებია“, - წერს ვენედიქტოვი.

რა აკავშირებთ ვენედიქტოვს, სიმონიანსა და სობიანინს?

ამ გამოძიებაში კომენტატორების ყურადღება ძირითადად "ე.წ. ლიბერალურმა ჟურნალისტებმა" და უპირველეს ყოვლისა, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა მიიპყრეს. როგორც ნავალნის ფონდი ირწმუნება, მან სობიანინის სალაროდან სახელწოდებით - „ანო მოი რაიონ“- მიიღო თითქმის 700 მილიონი რუბლი, რომელიც სხვა პროექტების გარდა, ჟურნალ "დილეტანტისთვისაც" გამოიყო. გამოძიებაში ალექსეი ვენედიქტოვის სახელი მარგარიტა სიმონიანის, მისი ქმრის, ტიგრან კეოსიანისა და ქსენია სობჩაკის სახელების გვერდით მოიხსენიება - მათმა კომპანიებმა ასევე მიიღეს ფული იმავე სობიანინის ორგანიზაციიდან.

ალექსეი ნავალნის ფონდის მიერ ჩატარებულ გამოძიებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვენედიქტოვმა არ დამალა მოსკოვის მერიიდან ფულის მიღება ბრჭყვიალა ჟურნალის, „მოი რაიონის“, გამოსაშვებად, რომელშიც მოსკოვის ყველა (123) რაიონის ისტორია უნდა ყოფილიყო ასახული, ხოლო ჟურნალი თითოეული რაიონის ყველა მოწაფეს ფოსტის საშუალებით უფასოდ უნდა მიეღო. აღნიშნული პროექტის დაფინანსება შეწყდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ვენედიქტოვი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა.

„მე პირადად ამ პროექტით კაპიკიც არ მიშოვია, მაგრამ იგი მშვენიერ საგანმანათლებლო ისტორიად მიმაჩნია“, - დაწერა ვენედიქტოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებს პასუხი გასცეს სხვადასხვა ინსინუაციებს და ვარაუდებს.

მაგრამ ინსინუაციებისა და ვარაუდების გარდა, იყო მწვავე კრიტიკა ვენედიქტოვის მისამართით. ერთ-ერთის ავტორი გახლდათ გერმანიაში მცხოვრები რუსი სოციოლოგი და ბლოგერი, ბორის ნემცოვის ბიძაშვილი იგორ ეიდმანი.

„ვენედიქტოვი ელექტრონული ფალსიფიკაციების ისტორიაში წარმოჩინდა არა როგორც ჩვეულებრივი კორუმპირებული ჩინოვნიკი, არამედ, როგორც ოპოზიციურ გარემოში მყოფი აგენტი-პროვოკატორი. მას გადაუხადეს "თავისიანების", ანუ „ეხოს“ ლიბერალური აუდიტორიის მოტყუებისთვის, რომელიც არ ენდობა კრემლის გულწრფელ პროპაგანდას, მაგრამ მზად არის დაიჯეროს ვენედიქტოვისა, რომელიც თავს ოპოზიციონერად ასაღებს.

ქვეყანაში, სადაც ძველი პროვოკატორები აზრთა მპყრობლებად, გურუებად და მორალურ ავტორიტეტებად გვევლინებიან, პუტინი სამუდამოდ იქნება პრეზიდენტი“, - წერს იგორ ეიდმანი.





Губернаторы России
Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства





Москва

Евгений Миронов, Ирина Пегова, Кристина Асмус, Илья Авербух, Елизавета Арзамасова и другие звезды не фестивале «НЕБО»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Дочь Тимати заявила, что уедет в США и станет там актрисой




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Первые тренировки нового сезона проекта «Спортивные выходные» прошли в Москве

«23 and Friends»: в Москве состоялся спортивно-музыкальный фестиваль Аш 23

Спортсмены из Росгвардии стали призерами соревнований по велоспорту в Москве


Елена Рыбакина

Елена Рыбакина привела в восторг зарубежного журналиста



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Слушатель из Смоленска выиграл на «Авторадио» «Москвич 3»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России