Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2023

„არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს [ღამით ფრენა]“ - შს მინისტრის პირველი კომენტარი შოვზე

0
„არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს [ღამით ფრენა]“ - შს მინისტრის პირველი კომენტარი შოვზე

არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, დამანგრეველი ღვარცოფის პირველ ღამეს სამაშველო ოპერაციის შეჩერების შესახებ.

„ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ“, - თქვა გომელაურმა, რომელიც პირველად ჩავიდა შოვში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ. როგორც მინისტრმა თქვა, ის მხოლოდ გუშინ დაბრუნდა საქართველოში თურქეთიდან, სადაც „ძალიან მძიმედ“ ავადმყოფ მამას ახლდა თან. 

მისივე თქმით, რელიეფი, ხეობა და მთები დამატებითი სარისკო ფაქტორებია.

გომელაურის თქმით, ვერტმფრენს სტიქიის ზონაში დროულად ჩავიდა. მაშველები ადგილზე სამ საათში ჩაფრინდნენ, რის გამოც სტიქიაზე სამაშველო სამსახურის რეაგირებამ კრიტიკა მიიღო.

„ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, ამას მომზადება სჭირდება“, - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს და დაამატა: „მეორე, ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, შუაში, სადაც კუნძულზე 70 ადამიანი იყო, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას, მეორე მხარეს, სადაც ფერდობზე იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ეს ადამიანები“.

მინისტრმა განმარტა, რომ ახალი სამი ვერტმფრენი სახელმწიფოს უკვე შეძენილი აქვს და პირველს ქვეყანა 2024 წლის მარტში მიიღებს. დანარჩენ ორსაც მომავალი წლის ბოლომდე. 

„ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?! რიგებია და სადღაც ერთი წელი ვმუშაობდით თითქმის, თვეებია ვმუშაობთ. დაიძრა უკვე. უკვე ნაყიდი გვაქვს. სწავლება უნდათ პილოტებს და ა.შ.“ - თქვა გომელაურმა და დაამატა, რომ არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად „აბსოლუტურად გამართულია“ და იგივე შეუძლია, რაც ახლებს.

წინასწარი მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა „მოწყობილობები დავაყენოთ“ ბუნებრივი კატასტროფები არის „წამების თემა“, რადგან „კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი“ ვართ.

„ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით, ყაზბეგამდე. სულ ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, მაგას ვერ გავექცევით სამწუხაროდ. მსოფლიოშია მასე, რაც მოხდა ჰავაიზე, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია, ხდება ხო, ამერიკაა ხო, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანა, ვერტმფრენებიც ჰყავთ ჩვენზე მაგარი, ავიაციაც, მაგრამ მოხდა, ხდება, ნუ ბუნებაა, რა ვქნათ, სამწუხაროა, დიდი უბედურებაა“, თქვა მან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, 2023 წლის 3 აგვისტოს მყინვარზე კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, რის შემდეგაც, შესაძლოა, მყინვარის ქვეშ დაგუბებულმა წყლებმა გამოხეთქა. ნაკადი დიდი სიჩქარით დაიძრა, მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს გამორეცხა ფერდობების ძირი და შეიერთა დამატებითი მეწყრული სხეულები.

საბოლოოდ ეს მასა მძლავრ ტალახ-ქვიან ღვარცოფულ ნაკადად იქცა. ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, ასე 8-10 წუთში, დაახლოებით 15:15 საათზე დაარტყა შოვს. სტიქიამ 26 ჰექტარი ტერიტორია დაფარა.

ოფიციალური ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 9 ადამიანს ეძებენ. მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%. სამძებრო არეალი გაფართოვდა და მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.





Губернаторы России
Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил об открытии Мемориальной квартиры Пушкина



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Андрей Макаревич

Осужденный за срыв концерта Макаревича служит с позывным "Макаревич"




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию

Педагоги школы №2065 вошли в ТОП-5 лучших туристских команд Москвы


Новак Джокович

Джокович — о травме: На данный момент, вроде все нормально, но я не знаю, что будет утром



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

В Архангельске медики России обменялись методиками оказания офтальмологической помощи



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России