ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით მოიგერიეს ოდესაზე თავდასხმა
კიევში, ოდესასა და უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში ორშაბათს ღამით გამოცხადდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ოფიციალური წარმომადგენლის, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის თავზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტების ჩამოცვენის ადგილებში ოდესაში ხანძარი გაჩნდა, აფეთქების ტალღით რამდენიმე სახლს ფანჯრის მინები ჩაემსხვრა. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეჰ კიპერმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა ჰოსტელი ოდესის ცენტრში, ასევე სუპერმარკეტი. გარდა ამისა, ცეცხლი გაუჩნდა ორ შენობას. დაშავდა სუპერმარკეტის სამი თანამშრომელი.
არსებული ინფორმაციით, წუხელ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესაზე სამი თავდასხმა მოიგერა, განადგურდა 15 დრონი და 8 „კალიბრი“.