Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2023

ჩუბინაშვილის ცენტრი იმართება "მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე" - კულტურის სამინისტრო

0
ჩუბინაშვილის ცენტრი იმართება

კულტურის სამინისტრო ირწმუნება, რომ ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრში მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილში ჩატარებული აუდიტი აჩვენებს, რომ ცენტრი მრავალი წელია იმართება "მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე", მას, მმართველობის მხრივ, "სისტემური პრობლემები" აქვს და საჭიროდ მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს.

ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზად კი სამინისტროს მოჰყავს 2023 წლის მაისში, ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, კვლევითი ცენტრი მინისტრს, თეა წულუკიანს დისკრიმინაციულ მიდგომასა და შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა და სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარიც შეიტანა.

კულტურის სამინისტრო აუდიტის მთავარ მიგნებებს სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს.

როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2015-2019 წლებში კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო ნაცვლად 26-ისა შედგებოდა 11 წევრისაგან და „კანონთან შეუსაბამო შემადგენლობა კვლევითი ცენტრის სახელით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს და არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე“.

ამასთანავე, უწყების ცნობით, გამოვლინდა კვლევითი ცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების კანონშეუსაბამო, არაეკონომიური და არაეფექტური ხარჯვის შემთხვევები:

„მაგალითად, 2019-2020 წლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, ცენტრს, სავარაუდო შემსყიდველის დადგენის მიზნით, საერთოდ არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, ხოლო 2021-2022 წლებში ჩაატარა მხოლოდ ნაწილობრივ, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა“.

კულტურის სამინისტრო, აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, ცენტრის მიერ რამდენჯერმე ტენდერი გამოცხადდა და განხორციელდა ბაზრის კვლევის გარეშე, რაც, მათი განმარტებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური, რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის პრინციპს:

„გარდა ამისა, გამარტივებული შესყიდვისას ხელშეკრულების გაფორმების ზოგიერთ შემთხვევაში, სახეზეა ფინანსური დარღვევები, კერძოდ, ცენტრმა არ გამოიყენა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი საჯარიმო სანქციები მომწოდებლის მიერ საქონლის/მომსახურების მოწოდების ვადების დარღვევების გამო“.

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრში დამკვიდრებულია უკანონო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ცენტრის მიერ მიღებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში საგრანტო თანხებით შეძენილი ფოტო და კომპიუტერული ტექნიკა საგრანტო პროექტის მონაწილე პირებს გადაეცემათ პირად საკუთრებაში:

„აუდიტორული შემოწმების შედეგად კვლევითი ცენტრის საქმიანობაში აღმოჩენილი ზემოხსენებული ხარვეზები ცალსახად ადასტურებს კონტროლის ნაკლოვანებასა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ კვლევითი ცენტრი, არაერთი წლის მანძილზე, არაკომპეტენტურად იმართება და რომ მოცემულ სახელმწიფო ორგანიზაციას არ აქვს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა.

მასალები შემდგომი შესწავლის, მათ შორის, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირების მიზნით გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჩუბინაშვილის ცენტრი. კვლევითი ცენტრის განმარტებით, განცხადება შეიცავს მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელთა მიზანია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია:

„დასანანია, რომ სამინისტრო ასეთი უკადრისი მეთოდებით ებრძვის მასზე დაქვემდებარებულ კვლევით ცენტრს, რომლის მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად არის ცნობილი ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას დეტალურ დასაბუთებულ პასუხს სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულ ბრალდებებზე“.

 

ჩუბინაშვილის ეროვნულმა ცენტრმა სამინისტროს დირექტორის არჩევნებში უხეში ჩარევის გამო 2023 წლის გაზაფხულზე უჩივლა.

2022 წლის 15 თებერვალს, როცა ცენტრის მოქმედ დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, კანონის დაცვით, ცენტრის სამეცნიერო საბჭომ სამინისტროს აცნობა, რომ გამოაცხადებდნენ ღია კონკურსს დირექტორის ასარჩევად, შემდეგ კი კვლავ თამარ ბელაშვილი აირჩიეს ხმათა უმრავლესობით ცენტრის დირექტორად.

სამინისტრომ არჩეული დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებაზე უარი ისე თქვა, რომ გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია.

მინისტრმა ცენტრს მოსთხოვა, ახალი კონკურსი გამოეცხადებინათ და დირექტორის კანდიდატურა წინასწარ შეეთანხმებინათ მასთან. მეორედ გამოცხადებულ კონკურსში კვლავ თამარ ბელაშვილი შეირჩა, მინისტრმა მეორედაც უარი თქვა მისი კანდიდატურის დამტკიცებაზე.

კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების წინააღმდეგ ათობით სარჩელი შევიდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მინისტრი თეა წულუკიანი გახდა და სხვადასხვა სფეროში რეორგანიზაციისა და რეფორმების გატარების სახელით თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლება დაიწყო. ესაა ძირითადად შრომითი დავები, სადაც მეცნიერები ჩივიან, რომ ისინი უკანონოდ და რიგ შემთხვევებში კი დისკრიმინაციის ფონზე დაითხოვეს.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ დაწყებული დავების მცირე ნაწილზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ჯარიმები, რომლებიც უწყებას აქვს გადასახდელი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის, ათობით ათას ლარს შეადგენს.





Губернаторы России
Москва

Собянин: выборы в Мосгордуму будут серьезным экзаменом





Москва

Metatokens: инновационная платформа для дохода в экосистеме TON и ETH


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поддержал команду "Единой России" на выборах в Мосгордуму



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Стравинский

Фестиваль «Гений места», посвященный Игорю Стравинскому, откроется в Ораниенбауме 15 июня




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Новороссийские шахматисты приняли участие в полуфинале турнира "Шахматные звёзды 4.0"

Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов

Массовыми патриотическими акциями отметили День России на заводах АО "Желдорреммаш"


Даниил Медведев

Медведев, Кафельников, Федерер, Маррей, Роддик, Агасси поздравили Синнера со статусом первой ракетки мира



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Пожар у станции «Динамо» в Москве потушен



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России