ნიშნები იმისა, რომ თქვენი მეგობრობა სუსტდება
მეგობრების შეძენა იმდენად რთული არაა, რამდენადაც მათი შენარჩუნება. ეს, ალბათ, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ისინი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ჩვენ თავად ავირჩიეთ. ზოგიერთი მეგობრობა ათწლეულებს ითვლის და უამრავი მოგონება აცოცხლებს. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ მხოლოდ ეს მოგონებები გვრჩება და ვერ ვამჩნევთ, რომ ურთიერთობა ნელ-ნელა უფერულდება.
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი მეგობრობა სუსტდება და ადამიანთან მხოლოდ წარსულში მომხდარი ამბები გაკავშირებთ? მაშინ დროა, უკეთ დააკვირდეთ გარემოებებს და თუ საჭირო გახდება, თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი დახუროთ.
მართალია, ამბობენ, რომ ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთის ყოველ დღე ნახვა არ სჭირდებათ და არც ყოველდღიური საუბრებია აუცილებელი, რომ კავშირი შეინარჩუნონ, თუმცა ეს ასე არ არის. დისტანცია ყველანაირ ურთიერთობას უქმნის საფრთხეს, განსაკუთრებით მეგობრობას. როცა თქვენს ცხოვრებაში უამრავი რამ ხდება, კარი თუ ცუდი, ამას კი მეგობარს არ უზიარებთ, თქვენ შორის მანძილი ჩნდება, რომელიც სულ უფრო ფართოვდება.
კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი კარლა მენლი ამბობს, რომ თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, ეს, შესაძლოა, მეგობრის დაკარგვის წინაპირობა იყოს. თავი გარიყულად წარმოგიდგენიათ და მეგობრის რწმენა თქვენში სუსტდება. ასეთ დროს ორ ადამიანს შორის კომუნიკაციაც რთულდება. ერთმანეთისთვის სათქმელი აღარაფერი დაგრჩენიათ და საუბარს ისევ ძველი თემების გახსენებით ცდილობთ.
ასეთ დროს ჯობია, მეგობარს დაელაპარაკოთ და გაარკვიოთ არის თუ არა პრიორიტეტული ორივე თვენგანისთვის ამ ურთიერთობის გადარჩენა. თუ ასე არ აღმოჩნდება, მაშინ ერთმანეთის გაშვება მოგიწევთ.
წყარო: Best Life