Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2023

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი არ შეიძლება, დღეს იყოს რუსეთი

0
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი არ შეიძლება, დღეს იყოს რუსეთი

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მან სიტყვით მიმართვის დროს ილაპარაკა სამოქალაქო საზოგადოების როლსა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება გადამწყვეტი იქნება. 

„დღეს ჩვენ რეალურად შევდივართ, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში, სადაც თქვენი როლი (მოგმართავთ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს და ვიცი, რომ ყველა ვერ დავპატიჟეთ, იმიტომ, რომ აქ მოცემულია ისეთი არის, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამწუხაროდ, აქ არ იმყოფება), თქვენ წარმოადგენთ, სწორედ, ამ სექტორს, ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რაც არის გასაკეთებელი.

მე ჩემს თავს ვთვლი, პირველ რიგში, როგორც წარმომადგენელი ხალხის, მოსახლეობის, საზოგადოების და თქვენ ხართ ამ საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვთ ის საშუალება, რომ გაწვდეთ უფრო საზოგადოების შიგნით და იქ მიაწოდოთ ხმა.

ჩვენ როდესაც ვართ მისული ევროპის კარებთან, ერთგვარად. ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს მომენტი, როდესაც ჩვენ მოგვენიჭება და არ ვიტყვი, არ მოგვენიჭება, კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თავისით არ მოდის ცხოვრებაში არაფერი და ეს მთავარი გზა, რაც არის გასავლელი, არის ჩვენი, თქვენი, ერთად გასავლელი, ქვეყნის გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული შიგნით ქვეყანაში თუ გარეთ, ყველას თავისი საშუალებებით, რაც გვაქვს, იმ სფეროში, რომელშიც ყველა ცალ-ცალკე ვმოღვაწეობთ - ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, სამართლებრივი სფერო, საგარეო პოლიტიკა და ანალიტიკური ექსპერტების სფერო. ყველას აქვს თავისი როლი. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან, იქ, სადაც შემიძლია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გარდა, სხვა მომავალი არ აქვს. მან აღნიშნა, რომ დღეს რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მომავალი. 

„ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, გააკეთოს. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს - არ მისცეს საშუალება, სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის, რომ ჩვენ ყველას - ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ეს ევროპული მომავალი, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს. სხვა მომავალი და ამას მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება დღეს იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. არავინ არ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გააგრძელებს ევროპის ქვეყნებში ვიზიტებს: „მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, როგორც ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაში". 

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის დედაქალაქებში.

საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი წერილი იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად მმართველმა პარტიამ სასამართლოში 12 სექტემბერს შეიტანა. სასამართლოს საკითხის განსახილველად ზუსტად ერთთვიანი ვადა აქვს.

იმპიჩმენტის საკითხზე, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სხვა საკონსტიტუციო დავებზე, გადაწყვეტილება სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - პლენუმმა უნდა მიიღოს.





Губернаторы России
Москва

Собянин подвел итоги фестиваля «Москва — на волне. Рыбная неделя»





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: На Арбате после реставрации открывается мемориальная квартира Пушкина



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

SQWOZ BAB

Рузиль Минекаев, Слава Копейкин, Марк Эйдельштейн, группа SQWOZ BAB и другие гости премьеры криминальной комедии «На автомате»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Спортсменка Росгвардии установила рекорд в командном спринте на «Гран-при Санкт-Петербурга»

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию


Варвара Грачёва

Осталась в одиночестве: Андреева победила Грачёву и вышла в четвертьфинал «Ролан Гаррос», Медведева остановил де Минор



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Пушкинский день России: «Мороз и солнце! День чудесный!»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России