Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2023

"პრაგმატული პოლიტიკა" და "მრავალგანზომილებიანი რეგიონული ჰაბი" - პრემიერი გაეროში სიტყვით გამოვიდა

0

გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.

„საქართველომ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას", - თქვა მან.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

„მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“ და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მიმართა აფხაზებსა და ოსებს. „მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს - ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

უკრაინა

ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის შესახებ საუბრისას რუსეთი არ უხსენებია. მან აღნიშნა, რომ „უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი" კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას. ამასთან, პრემიერმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, თუმცა ამ ქვეყნის ხელისუფლების შესახებ არაფერი უთქვამს.

„სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზეც შეაჩერა ყურადღება.

„ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით“, - თქვა მან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა.

„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით”, - განაცხადა განაცხადა ღარიბაშვილმა.

„პრაგმატული პოლიტიკა"

მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების „პრაგმატულ პოლიტიკაზე" გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ამჟამინდელმა მთავრობამ 2012 წლიდან შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული.

„საქართველოს კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი", - შენიშნა მან და დაამატა, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდა.

ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ მისი მთავრობის მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას.

„ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!" - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე გამოხატა მზადყოფნა, ამ პროცესში ჩართოს „მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში".

„მრავალგანზომილებიანი რეგიონული ჰაბი"

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. მისი თქმით, საქართველოს ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა.

„საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ილაპარაკა დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის" გამოძახილს წარმოადგენს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ - საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესწრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი.

„შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან", - თქვა მან.

ღარიბაშვილის თქმით, უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил жителей Москвы с Днём России





Москва

Владимир Путин сенсационно получил ключевое признание от Н А Т О.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Общегородской школьный выпускной пройдет в Москве 28 июня



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ольга Бузова

Ольга Бузова споткнулась при выходе из автомобиля в Благовещенске




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В районе Вороново появится новый крупный стройкластер

Крупный строительный кластер возведут у поселка Спортбазы в ТиНАО

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве


Даниил Медведев

Медведев, Кафельников, Федерер, Маррей, Роддик, Агасси поздравили Синнера со статусом первой ракетки мира



Новости Крыма на Sevpoisk.ru


ТНТ

Победителями первого сезона шоу «Сокровища императора» на ТНТ стали Мария Миногарова и Парур Хачатуров



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России