6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა
ვაშლი
ვაშლი შეიცავს ბოჭკოს, C ვიტამინს და უამრავ ანტიოქსიდანტს. ძალიან სასარგებლოა და სრულყოფილად დაგანაყრებთ. შეგიძლიათ საუზმეც კი ჩაანაცვლოთ.
ავოკადო
ავოკადო განსხვავდება სხვა ხილისგან, რადგან შეიცავს უამრავ ჯანსაღ ცხიმს. მდიდარია ბოჭკოებით, კალიუმით და C ვიტამინით. ჩაანაცვლეთ მაიონეზი ამ პროდუქტით, გამოიყენეთ, როგორც სალათის სოუსი ან წაუსვით გახუხულ პურზე.
ბანანი
ბანანი კალიუმის კარგი წყაროა. ასევე შეიცავს ვიტამინ B6-ს და ბოჭკოს.
მოცვი
მოცვი გემრიელიცაა და ანტიოქსიდანტებითაც მდიდარია.
ფორთოხალი
ფორთოხალი ცნობილია C ვიტამინის შემცველობით. უფრო მეტიც, მდიდარია ბოჭკოვანი ქსოვილებით და ანტიოქსიდანტებით.
მარწყვი
მარწყვი ძალიან კარგი მკვებავია. შეიცავს დაბალი რაოდენობის ნახშირწყლებსა და კალორიებს, ასევე C ვიტამინს და მანგანუმს.
წყარო: Health Line