კანადა უკრაინას მეტ დახმარებას ჰპირდება, კიევი ადასტურებს დარტყმას რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინას დამატებით დაჰპირდა 482 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარებას, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს. პარალელურად, კიევმა გამოაცხადა, რომ წარმატებული დარტყმა განახორციელა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე.
კანადის დახმარება, რომლიც მიწოდებაც სამი წლის განმავლობაში მოხდება, მოიცავს 50-მდე დაჯავშნილ მანქანას, ისევე, როგორც პილოტების გაწვრთნას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში, - უთხრა ტრუდომ პარლამენტს.
უკრაინის განცხადებით, მისმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ფლოტის შტაბბინაზე ყირიმში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამით წერს, რომ არმიის ერთი წევრი დაკარგულად ითვლება მას მერე, რაც ქალაქზე საკრუიზო რაკეტებით განახორციელდა შეტევა.
რადიო თავისუფლების Crimea.Realities 22 სექტემბერს იუწყებოდა, რომ სამი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა ქალაქში, სადაც განთავსებულია რუსეთის ფლოტის დიდი ნაწილი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც, როგორც ჩანს, ასახავდა კვამლს სევასტოპოლის პორტის თავზე.