Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2023

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული "რუსული გადაწყვეტილება"

0
სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაცია ეხმაურება"ქართული ოცნების" ბრალდებებს, რომ პრეზიდენტი „კონსტიტუციას და კანონს არღვევს“, მას ცილისმწამებლურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს.

„ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. მისი სიტყვებით, საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

„რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებდა, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, რადგან მან მოქალაქეობა არ ჩამოართვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, - იმის მიუხედავად, რომ მას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული.

„უცნაური“ უწოდა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.





Губернаторы России
Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин подвел итоги фестиваля «Москва — на волне. Рыбная неделя»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Фёдор Шаляпин

Петербургский театр имени Шаляпина покажет мюзикл «Вымыслы» по сказкам Пушкина




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию

Спортсменка Росгвардии установила рекорд в командном спринте на «Гран-при Санкт-Петербурга»


Елена Рыбакина

Елена Рыбакина добилась впечатляющего достижения



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России