103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2023

კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

0

ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის ვიზიტი კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადამწყვეტია, თუმცა დადებითი განწყობის შექმნა ერთ-ერთი უმთავრესი შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტი შეაფასა.

მისივე თქმით, ევროკავშირი წესებზე დამყარებული კავშირია და საბოლო ჯამში, სურათი იქიდან გამომდინარე იქმნება, თუ როგორ შეფასდება პროგრესი ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ითხოვენ.

გოგოლაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა ჰგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ანგარიშს უწევს.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხს – გოგოლაშვილის განცხადებით, სურს დაიჯეროს, რომ „აქ საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ფარცხალაძემ თავი პასუხისმგებლობისგან არ დაიძვრინოს.

„თუ ის იქნება მაგალითად, მხოლოდ რუსეთის მოქალაქე და მას საშუალება მიეცა, რომ ქვეყნიდან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში გავიდეს, მას საქართველო ასე მარტივად ვერ ჩამოიყვანს, იმიტომ რომ მას რუსეთი დაიცავს. დაახლოებით ეს აზრია, ალბათ, ამაში ჩადებული. მე არ მჯერა ამ კონსპირაციული თეორიების, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ეხება. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მე მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ის ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს. აქ, შესაძლოა, საუბარია იმაზე, რომ ის ვერ გამოვიდა ივანიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობიდან, იმიტომ რომ პრაქტიკულად, მისი დამსახურებით გახდა ის პრეზიდენტი. მაგრამ არის საკითხები, სადაც აშკარად ვხედავ, რომ ის უკომპრომისოა, ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ამას მივესალმები. დანარჩენ საკითხებში ხანდახან ჩემთვისაც რჩება კითხვის ნიშნები და ვფიქრობ, რომ ივანიშვილს რაღაც ბერკეტი მაინც აქვს დატოვებული სალომე ზურაბიშვილზე ზემოქმედების“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

მან ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამდენი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, შესაძლოა, 12 პრიორიტეტის შესრულება საკმარისი არ იყოს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

„ნურავის ჰგონია, რომ 12 პრიორიტეტით ყველაფერი ამოწურულია. ის 12 პრიორიტეტი არის აუცილებელი პირობა, რომელიც შენ უნდა შეასრულო. იმ მდგომარეობაში, რომელშიც წელიწად-ნახევრის წინ საქართველო იყო, ისინი ხედავდნენ, რომ ეს საკმარისი იყო, მაგრამ დღეს ამდენი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, შეიძლება, ეს 12 პრიორიტეტი რომ შეასრულო, საკმარისი არ იყოს, რომ ისინი გენდონ და კანდიდატის სტატუსი მაინც მოგცენ. ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, რისკებს არ ითვალისწინებს. ურსულა ფონ დერ ლაინერის განცხადებების მიხედვით, დავასკვენი, რომ ევროკომისიის დონეზე რაღაც შეხედულებები არის, რომ ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, თუმცა ნამდვილად არის დრო იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ და ევროკომისიამ მაინც მოგვცეს დადებითი რეკომენდაცია“, – აღნიშნა მან.





Губернаторы России
Москва

Собянин наградил выдающихся москвичей за вклад в развитие города и страны





Москва

Серпуховские гимнастки завоевали 30 медалей на соревнованиях в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин вручил государственные и городские награды заслуженным москвичам



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Дом для «козьей ОПГ»: Джиган и Самойлова построят питомник для бутовских коз




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Серпуховские гимнастки завоевали 30 медалей на соревнованиях в Москве

Назначены арбитры на матчи 14-ого тура МИР РПЛ

Мультсериал «Команда МАТЧ» взял награду на XXII Международном фестивале спортивного кино


Даниил Медведев

Теннисист Медведев заявил, что поражение на "Мастерсе" ударило по уверенности



Новости Крыма на Sevpoisk.ru


WTA

Рыбакина узнала первую сопернику на Итоговом турнире WTA-2024



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России