Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2023

აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას მოითხოვენ - აქცია ორბელიანების სასახლესთან

0
აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას მოითხოვენ - აქცია ორბელიანების სასახლესთან

ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან მოითხოვენ 8-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას.  „ლაზარე არავის დაუვიწყებია და დროა ვიმოქმედოთ", - თქვა შეკრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ქინქლაძემ. მისი აზრით, ლაზარე, ვიდრე ციხეშია, მანამდე გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია. 

„სანამ ეს რუსული რეჟიმი ერთი ბრალდებით დაიჭერს ადამიანს და მეორეს მიუსჯის, მანამდე ამ ქვეყანაში არც სასამართლო დალაგდება და არც ჩვენ ვიქნებით უსაფრთხოდ", - თქვა აქტივისტმა. 

აქციის ზოგი მონაწილე დარწმუნებულია, რომ ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. 

„რეალურად არის დაჭერილი იმისთვის, რომ იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - თქვა ნიკოლოზ ხოსროშვილმა, აქციის მონაწილემ. 

25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ განაჩენი გამოიტანა საქმეზე, რომელშიც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს, ბრალად ედებოდა მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრა ცივი იარაღით და მისი მანქანის დაზიანება. სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო 2021 წელს მომხდარ ფაქტზე და წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ლაზარე გირგორიადისს ამ საქმეზე, განაჩენის გამოტანამდე, გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან პირველივე სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა. რაც შეეხება დაზარალებულ ბექა გრიგორიადისს, მას საქმის განხილვისას პრეტენზია არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ და სასამართლოსგან მის დასჯას არ ითხოვდა. სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისის მამამ სასამართლო დარბაზიდან განაცხადა, რომ ინციდენტისას "ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო". მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს განაჩენი განპირობებულია ამავე სასამართლოში მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით, რომლის ფარგლებშიც გამოძიება 21 წლის გრიგორიადისს ე.წ. „აგენტების შესახებ" კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმას და სამართალდამცველების ავტომობილის დაწვას ედავება. ბითაძე მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობით მოხსნეს რისკი, რომ მას განაჩენის გამოტანამდე მოუწევდა ციხის დატოვება, თუკი ამ საქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულდებოდა 9 თვეში, რაც აღკვეთის ღონისძების ფარგლებში პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური ვადაა.

ლაზარე გრიგორიადისისთვის 2021 წელს წარდგენილ ბრალდებას,  დაკავების შემდეგ, პირველ დღეებში, მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია, ისევე როგორც პროკურატურა - საქმის განხილვისას სასამართლოში.

გრიგორიადისი პოლიციამ მარტის აქციებზე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 29 მარტს დააკავა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მაქსიმალური ვადა მას წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, ეწურებოდა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный





Москва

Подросток случайно убил пристававшего к нему незнакомца в центре Москвы


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Завод по производству препаратов из плазмы крови человека появится в РФ



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Новости и Культура, Дети и Россия: кукольный Театр Ульгэр выступил в Улан-Улан-Удэ в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

Уверенная победа россиян на турнире ONE FRIDAY FIGHTS 66

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике


Александр Зверев

Зверев и Рууд не пожали друг другу руки после полуфинала «Ролан Гаррос» – из-за проблем с желудком у норвежца



Новости Крыма на Sevpoisk.ru


БГАТОиБ

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России