პოლონეთში ოპოზიციის ორგანიზებული „მილიონი გულის მარში“ გაიმართა
პოლონეთში არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ორგანიზებული „მილიონი გულის მარში“ გაიმართა. აქციის მისი მიზანი იყო საკუთარი ამომრჩევლების დარაზმვა და იმ მოქალაქეთა ხმებისთვის ბრძოლა, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ არჩევნებში მონაწილეობა.
"შეუძლებელი შესაძლებელი გახდა. როდესაც ვხედავ ამ ასიათასობით მომღიმარ სახეს, ვგრძნობ, რომ ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ეს საეტაპო მომენტი ახლოვდება", - განაცხადა დონალდ ტუსკმა, პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა.
ვარშავის ქუჩებში გამართული მსვლელობის განმავლობაში ხალხს ხელში ეჭირა პოლონეთისა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები სიტყვებით: "ჩვენ გავიმარჯვებთ", "ვფიქრობ, აქ ამიტომ ვარ."
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ორ კვირაში გაიმართება. პორტალ ONET-ის დაკვეთით კომპანია IRBIS-ის მიერ 27 სექტემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 35,1% - ი ხმას მისცემდა მმართველ პარტია „კანონს და სამართლიანობას", ოპოზიციურ "სამოქალაქო პლატფორმას 27% -ი. სამეულში კოალიცია "მესამე გზაა" 10.4% - ით. პოლონელი ამომრჩევლის დაახლოებით 5.6% - ს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემდა ხმას არჩევნებში.