Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2023

მდინარაძის თქმით, კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ კანონის ამოქმედებას პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება

0
მდინარაძის თქმით, კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ კანონის ამოქმედებას პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდვივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ კობახიძემ იხუმრა.

ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" შეკითხვას უპასუხა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. 

„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, - თქვა კობახიძემ.

მდინარაძის თქმით, ეს განცხადება იყო ხუმრობა, რომელიც „ქართული ოცნების" ოპონენტებმა ვერ გაიგეს. 

„მარტივად რომ ავხსნათ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება იყო გაკეთებული და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუნდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმა ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა", - მდინარაძის კომენტარს „პირველი არხი" აქვეყნებს. მან დაამატა: „ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ". 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 5 ოქტომბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს).

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

საკანონმდებლო ცვლილებებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, მმართველი პარტია კი მის აუცილებლობას ასაბუთებს სუსის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გადატრიალება მზადდება.

საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.





Губернаторы России
Москва

Собянин назвал крупнейшие инвестпроекты, реализованные в Москве в прошлом году





Москва

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Акцию «Ночь в музее» посетили порядка 350 тысяч человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Виктор Цой

Цой жил: съемки звезды «Кино» и эксперименты Билли Айлиш




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


Роджер Федерер

Теннисисты Роджер Федерер и Рафаэль Надаль стали лицами рекламной кампании Louis Vuitton



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Ballroom culture coming to the Long Beach Pride Festival



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России