ღაზას მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იყო, ოთხივე უსაფრთხოდაა - საგარეო უწყება
ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა და ახლა ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილასაა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ინფორმაცია გადამოწმდა ისრაელის მხარესთან, ასევე, ამ ოთხი მოქალაქიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციით.
„რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, - აცხადებს საგარეო უწყება.
7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიების მასიური იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზის სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში, დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ისრაელის სამხედრო ბაზა. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები. ტყვეთა ნაწილი ღაზაში გადაიყვანეს.