აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას ისრაელისა და ღაზის შესახებ
18 ოქტომბერს აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც გამოდიოდა მოწოდებით ე.წ ჰუმანიტარული პაუზებისკენ“ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების დროს, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა მოხდეს.
ბრაზილიის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის კენჭისყრა ორჯერ გადაიდო ბოლო დღეებში, სანამ აშშ ღაზის სექტორში დახმარების შეტანის თაობაზე შუამავლობის მოგვარებას ცდილობდა.
პროექტს 18 ოქტომბერს 12 წევრი მიემხრო, თავი შეიკავეს რუსეთმა და ბრიტანეთმა.
„ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით და მძიმე დიპლომატიურ სამუშაოს ვასრულებთ“ განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა. „ვფიქრობ, უნდა მივცეთ ამ დიპლომატიას თავი გამოიჩინოს,“ - მოჰყავს ამერიკის წარმომადგენლის სიტყვები Reuters-ს, რომლის ცნობით, ვაშინგტონი, ტრადიციულად თავის მოკავშირე ისრაელს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერი ქმედებისგან იცავს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტურეშმა მოწოდება გამოთქვა 18 ოქტომბერს დაუყოვნებლივ მოხდეს „ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტა“ მძევლების განთავისუფლების მიზნით და ტვირთის შესატანად ღაზის სექტორში.
აშშ-ის ვეტო გააკრიტიკეს რუსეთმა და ჩინეთმა.
აშშ-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ რეზოლუციის პროექტში არ იყო მოხსენიებული ისრაელის უფლება თავდაცვაზე და ჰუმანიტარული კრიზისში ბრალი დასდო „ჰამასს“.
• ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა გაერთიანებამ ისრაელის ქალაქებს რაკეტები დაუშინა და შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ. ისრაელის ტერიტორიაზე სულ მოკლულია 1400-მდე ადამიანი.
• გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ისრაელის ავიაციის მიერ და ღაზის სექტორს დაბომბვის დაწყების შემდეგ საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა. ისრაელმა სექტორის ჩრდილოეთის მოსახლეობას მოეწოდა სამხრეთში გაემართოს. ღაზის სექტორს ისრაელის არმიამ ალყა შემოარტყა.
• საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება..
• 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
• ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი.