თავდაცვის მინისტრის თქმით, ომის შემდეგ ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტს
გალანტის თქმით, ეს მიზნებია „‘ჰამასის’ მოშორება და მისი შესაძლებლობების განადგურება, როგორც სამხედრო, ისე სამთავრობოსი“, ასევე „რეგიონის უსაფრთხოების სფეროში ახალი რეალობის შექმნა“.
ამ მიზნების მიღწევის შემდეგ ისრაელი მოიხსნის ღაზს სექტორის მიმართ ყოველგვარ „პასუხისმგებლობას“, თქვა თავდაცვის მინისტრმა. ამჟამად ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სივრცეს, საზღვრებსა და სანაპირო ზოლს.
გალანტმა დაასახელა მომავალი სამხედრო კამპანიის კიდევ ერთი მიზანი: ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის გაწყდება ყოველგვარი კავშირი.
