გერგიევის ფონდის ხელმძღვანელი უკრაინის ომში დაიღუპა
ვალერი გერგიევის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ასტან კესაევი უკრაინის ომში დაიღუპა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის მოხალისეთა ბატალიონების ტელეგრამის არხები - „Шторм.Осетия " და „Алания“ იტყობინებიან.
„ასტანი ლუგანსკის მიმართულებასთან დაიღუპა, სისტემატურად ეხმარებოდა პირადი შემადგენლობის მებრძოლებს, ნათელი ხსოვნა ნათელ კაცს. ჩვენი გულითადი სამძიმარი ახლობლებს, ვაფასებთ ყველა მონაწილის წვლილს ჩვენს მხარდაჭერაში. ყველა რისკავს, ვინც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მიდის, და მაინც, ჰუმანიტარული ფრონტის მებრძოლები ახლოს ყოფნის გადაწყვეტილებას იღებენ“, - ნათქვამია ცნობაში.
ვალერი გერგიევის საქველმოქმედო ფონდი 2003 წლის იანვარში დაარსდა.
სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი გერგიევი 2012 და 2018 წლებში წინასაარჩევნო და სააგიტაციო კამპანიაში მონაწილეობდა, როგორც ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი.
2022 წლის მარტის დასაწყისში ვალერი გერგიევი, რომელიც მთავარი დირიჟორი იყო, გაათავისუფლეს მიუნხენის ფილარმონიიდან, უკრაინის ომთან დისტანცირებაზე უარის თქმის გამო.