სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრად რობერტ ფიცო დაინიშნა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ რობერტ ფიცო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ფიცოს პოპულისტურმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კიდევ ორ პარტიასთან ერთად კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა.
არჩევნების წინ ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ემხრობოდა და რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდა. თუმცა, უცნობია ეცდება თუ არა მისი მთავრობა ამის განხორცილებას ევროკავშირის დონეზე.
არჩევნების შემდეგ სლოვაკეთის პარლამენტის პირველი სხდომა ოთხშაბათს ჩატარდა. მის თავმჯდომარედ, კოალიციაში შემავალი პარტიის „ხმის“ ლიდერი პეტერ პელეგრინი აირჩიეს. კოალიციაშია ასევე პრორუსული განწყობების სლოვაკეთის ნაციონალური პარტია.
მოელიან, რომ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს, რისთვისაც საკმარისი ხმები არსებობს. პროევროპული ლიბერალური პარტიები სლოვაკეთის პარლამენტის ოპოზიციაში რჩებიან.
ცნობილია ასევე, ახალი მინისტრების ვინაობაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტიის წარმომადგენელი ფიცო იურაჯ ბლანარი უხელმძღვანელებს. უკრაინული მედიის თანახმად ის უკრაინაზე უარყოფით განცხადბებს აკეთებდა. მისი გამონათქვამები უკრაინის კონფლიქტზე, როგორც სამოქალაქო ომზე, ან უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობაზე, იმეორებდა კრემლის თეზისებს, შენიშნავდა უკრაინული მედია.