Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2023

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ისევ არ იციან, როდის მიიღებენ მედიკამენტს

0
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ისევ არ იციან, როდის მიიღებენ მედიკამენტს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებსაც პირველებს უნდა მიეღოთ პრეპარატი „ვოსორიტიდი“, ჯერ ისევ არ იციან მედიკამენტის მიღების კონკრეტული თარიღი.

სექტემბრის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვას იწყებდა. მშობლებმა კი ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც პასუხისმგებლობა აიღეს სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობაზე.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედა ქეთევან ბეგიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი ბავშვი გამოიკვლიეს.

„ფორმა 100 მოგვცეს, დოზების მიხედვით ყველაფერი გამოწერეს, ბოლოს პარასკევს მქონოდა თამარ გაბუნიასთან (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რედ.) კომუნიკაცია და ვკითხე, ხომ ვართ ღირსი ვიცოდეთ, როდის შემოვა პრეპარატი. გვეუბნებიან, სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა დარჩა. შეიძლება კონკრეტული რიცხვი არ ვიცოდეთ, მაგრამ ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, ოქტომბრის ბოლოს შემოვა თუ დეკემბერში შემოვა. ასე მითხრეს, რომ კვირის ბოლოს, წესით, მოწოდების თარიღს გეტყვითო“, - ამბობს ქეთევან ბეგიაშვილი.

 

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გამოკვლეული 6 ბავშვიდან 5-ს ზრდის ზონები მალე ეხურება, ისინი 13-14 წლის მოზარდები არიან, აღნიშნავს ქეთი ბეგიაშვილი. ერთს კი - 4 წლის ბავშვს - მისი თქმით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და ამიტომაც ჩქარობენ მშობლები მედიკამენტის მიღებას.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვების ჯანმრთელობის დეტალური გამოკვლევის შედეგები ფორმა 100-ის საფუძველზე უკვე გაუგზავნეს ჯანდაცვის სამინისტროს.

„როცა ფორმა 100-ის გადაგზავნაზეა საქმე, ეს ნიშნავს, რომ არ არის დროში ძალიან გაწელილი და იმედი გვაქვს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ თარიღის დასახელება არ შემიძლია, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ პაციენტზე მორგებული პრეპარატის შეკვეთამდე და მიღებამდეა მისული საქმე და დარწმუნებული ვარ, ექვს პაციენტს პრეპარატი უახლოეს პერიოდში ექნება. თარიღის დაკონკრეტება არ შემიძლია, მაგრამ პროცესი რომ დაწყებულია და მიმდინარეობს, ეს ფაქტია“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

რადიო თავისუფლებამ ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო ინფორმაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროსგან, შეუკვეთა თუ არა მედიკამენტი მომწოდებელს და, სავარაუდოდ, როდის შეიძლება ის პაციენტებამდე მივიდეს.

მიმდინარე წლის 26 ივლისს იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის, „ვოსორიდიტის" შემოტანას მხარი დაუჭირა.

პროტოკოლის დასამტკიცებლად და მედიკამენტის შემოსატანად აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა არაერთი აქცია გამართეს, მათ შორის წვიმასა და ქარში ისინი ღამეს ათენებდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან.

VOXZOGO („ვოსორიდიტი“) 1997 წელს აშშ-ში დაფუძნებული გლობალური ფარმაცევტული კომპანიის, BioMarin-ის, მიერ შექმნილი პრეპარატია (ინიექცია). ეს არის აქონდროპლაზიის სამკურნალო პირველი მედიკამენტი, რომელიც 2021 წელს ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) და ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. ამ დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს, რაც წამლის გარდა, გულისხმობს ყველა სხვა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას.

25 ოქტომბერი აქონდროპლაზიის დიაგნოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Акцию «Ночь в музее» посетили порядка 350 тысяч человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Моргенштерн

Рэпер Моргенштерн поменял имя лейбла Bugatti из-за жалоб автомобильного бренда




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


ATP

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

На севере Москвы произошло ДТП с участием пешехода на моноколесе



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России