Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2023

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ახალგორში ახალი დე ფაქტო გამგებელი წარადგინა

0

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო  პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს რაიონის ახალი ხელმძღვანელი მურთაზ ვალიევი წარუდგინა, იუწყება დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური. ვალიევმა ამ თანამდებობაზე ილარიონ გაგიევი შეცვალა. ალან გაგლოევმა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ახალგორში არსებული პრობლემებიც განიხილა. ის ესაუბრა რაიონის საბინაო-კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს, რომლებმაც უთხრეს, რომ დაახლოებით ექვსი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ და ოჯახების სარჩენი ფული აღარ აქვთ.

დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაინტერესდა კონკრეტულად ამ საკითხით ფინანსთა სამინისტროში, საიდანაც აცნობეს, რომ რაიონს არ ჰქონდა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ასევე არ ჰქონდა დახურული ანგარიშები ადრე მიღებულ ავანსებზე. თუმცა ალან გაგლოევმა დაარწმუნა კომუნალური სამსახურის თანამშრომლები, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზას  იპოვის.

დე პრეზიდენტი ახალგორში საშვთა გაცემის საკითხითაც უკმაყოფილოა. გაგიევის გათავისუფლების მიზეზად ეს ვერსიაც სახელდება. გაგლოევის თქმით, ახალგორში ბოლო ვიზიტის შემდეგ მან რამდენჯერმე გადაამოწმა იმ პირთა სია, რომლებზეც გაიცა საშვები, თუმცა ბევრ მათგანთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. ამასთან, მათ, ვისაც რეალურად აქვს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება, უარი ეთქვათ.

„არ შეიძლება ხალხის მოტყუება. როცა დაპირებებს აძლევ, უნდა შეასრულო. ამ საკითხში შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ჩვენი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა გავუადვილოთ ჩვენ მოქალაქეებს ცხოვრება“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.

რაც შეეხება ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, მურთაზ  ვალიევი 2012 წლიდან  2016 წლამდე, ლეონიდ თიბილოვის ე.წ. პრეზიდენტობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ის მილიციის გენერალ-მაიორია.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით,  ვალიევს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნში ნათესავები ჰყავს და ბევრ დროს მათთან სოფელში ატარებდა. ამიტომ მან ადგილობრივი პრობლემების და გამოწვევების შესახებ კარგად იცის.

მთავარ გამოწვევად კი ახალგორელებისთვის ისევ საშვების გაცემა რჩება. გარდა ამისა, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ვალიევს, მილიციაში მუშაობის პერიოდში ადამიანის უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ და გაგლოევის ამ საკადრო გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ.

წეროვანში განთავსებული ახალგორის გამგეობის ხელმძღვანელი გელა შერმადინი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დე ფაქტო ადმინისტრაციიდან მოქალაქეებისთვის საშვების გაცემა საერთოდ შეჩერებული იყო და ამის გამო ბევრ ადგილობრივს გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა.  

ამჟამად რაზდახანის იგივე მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნილია. ახალგორელებს და იქიდან დევნილ საშვის მფლობელ  მოქალაქეებს კიდევ 4 დღით ექნებათ გადაადგილების საშუალება. ე.წ. გამშვები პუნქტი 30 ოქტომბერს დაიკეტება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას, გასული წლის 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. ჯერჯერობით, მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება.





Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака





Москва

Топ 3 спектаклей, которые можно успеть посмотреть этой весной


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Фредди Меркьюри

Меркьюри, Джексон, Мольер и диско-шары на коромысле: премьера «Амфитриона» прошла в Пскове




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1


ATP

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

ЦСКА стал финалистом Единой лиги ВТБ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России